..ანუ რას შვები? ის ხალხი უნდა დახოცო?!” – გიორგი გამსახურდია

0
604
26 Views

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია, “იმედის დღესთან“ საუბრისას იმ ხალხს ეხმაურება ვინც ამბობს, რომ “რუსის ჯარი გავიდა აფხაზეთიდან და შევიდეთო…” და მათ “კლავიატურის ლომებს“ უწოდებს.

“ანუ რას შვები? ის ხალხი უნდა დახოცო? ეს არის ჩვენი სალაპარაკო ენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან? მაგრამ მათმა იდეურმა მამამ, შევარდნაძემ აფხაზეთში რაც ჩაიდინა, ამ “კლავიატურის ლომებს“ იგივეს გამეორება უნდათ“.

კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას სურს, საქართველომ ზვიად გამსახურდიას გზას გადაუხვიოს– თქვა გიორგი გამსახურდიამ.

“ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი მშვიდობით გაიარა, ერთი გასროლის გარეშე. მისი ცნობილი ფრაზაა: „ისინი ტყვიას გვესვრიან, ჩვენ ვარდები ვესროლოთ“. ადამიანი გახსნილად და ღიად ამბობდა, რომ მისი სათაყვანებელი ადამიანი განდი იყო. მისი ცნობილი გამოთქმაა, რომ ჩვენ ჩვენს მტერზე ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ მტერიც გამარჯვებული დარჩეს. ჯოჯოხეთის შუაგულში, ამხელა იმპერიის შუაგულში, ერთი გასროლის გარეშე შექმნა სახელმწიფო. დღეს ეს ხალხი საპირისპიროს გვეუბნება.“

Cesko