“კაცი, რომელიც იყო თბილისის მერი, იმ თბილისის, რომლის სიამაყე ,,ქართლის დედაზე” იღგზნებოდა” – ირაკლი ლატარია

0
446
191 Views

ეკონომისტი ირაკლი ლატარია ფეისბუქზე დავით ბაქრაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

“კაცი, რომელიც 2008-2010 წლებში იყო ევროსაბჭოში ელჩი და რომლის დროსაც შეიქმნა დოკუმენტი, სადაც საქართველოს ბრალდება ომის დაწყება და ეს კაცი ეთანხმება აღნიშნულ დოკუმენტს და ახლა ბედავს და საუბრობს იმაზე, რომ თურმე საქართველო უტყვიოდ ვინმეს ან რამეს აბარებს!!!
კაცი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნისას კოდორს სახელი შეეცვალა ზემო აფხაზეთად და უტყვიოდ მისცეს რუსეთს, ბედავს და საუბრობს რუსულ ხელისუფლებაზე.
კაცი, რომელმაც შიშის გამო, საკუთარი ბავშვობის ძმაკაცები გააგდო სამსახურიდან და საქმე აღაძრევინა პროკურატურას კორუფციის ბრალდებით, ბედავს და ხმას იღებს ხელისუფლების მიერ რაიმე გარიგებაზე. (ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, ჭიაბერაშვილს დაბადებისდღეზე რომ აჩუქეს საათი და ამ ნაძირალამ როგორ დააყენა კამერები ყველას, საიდან ეს ფულიო?)..
კაცი, რომელმაც, დაბადებისდღეზე (თავისი ადმინისტრაციის უფროსის) მიწვეულ სტუმრებს მარიხუანა მოაწევინა და მეორე დილით ყველას ნარკოლოგიური დააყენა და კამერების თვალწინ ყველა გაყარა.
ეს და კიდევ რამდენი რამ ჩამოვთვალო და ეს არაკაცი ბედავს და ვინმეზე და რამეზე ხმას იღებს და უწოდებს ვინმეს მოღალატეს და რუსებთან შეკრულს?
და ბოლოს, ეს არის კაცი, რომელიც იყო თბილისის მერი, იმ თბილისის, რომლის სიამაყე ,,ქართლის დედაზე” იღგზნებოდა (თავისივე ნაშრომში აღნიშნული ფაქტია)!!!”
Возможно, это изображение (1 человек и стоит)
Cesko