,,ვფიქრობ, საერთოდ წავიდე სოფელში და იქ ვიცხოვრო” – ქეთი ხუციშვილი

0
677
46 Views

,,კომედი შოუს” მსახიობ ქეთი ხუციშვილის ცხოვრებაში გასული წელი იმით იყო გამორჩეული, რომ ბინა შეიძინა, სადაც თავის ვაჟთან ერთად მყუდრო გარემო აქვს შექმნილი. ამის შესახებ ის ,,სარკესთან” საუბრობს:

-მე და ჩემმა შვილმა პატარა სახლი შევიძინეთ. მოვიწყვეთ ისეთი კუთხე, როგორიც გვინდოდა. სახლი არის ჩემი სავანე. ჩემთვის სახლი არ ასოცირდება მუდმივად ღია კართან, მუდმივად სტუმრებთან. ძალიანაც მეგობრული ვარ, მაგრამ სახლში სიმყუდროვე და სიმშვიდე მჭირდება. შეხვედრები თუ მინდა, კაფეში შევხვდები. დროსტარებაც გარეთ მიყვარს. სახლში როგორც კი შემოვდივარ, ვწესრიგდები და ვწვები ლოგინში, თუნდაც ეს შუადღის 3 საათი იყოს.

– ახალ საქმეზე ან ახალ სფეროში საკუთარი თავის მოსინჯვაზე ხომ არ გიფიქრიათ?

– მიფიქრია, მაგრამ სიახლეების ყოველთვის მეშინია. რისკიანი არ ვარ. კონკრეტული ნაბიჯები როდესაც არის გადასადგმელი, ვერაფერს ვაკეთებ. ვერც იმას ვხედავ, კიდევ ვინ შეიძლება ჩემგან გამოვიდეს. ისიც კი მიფიქრია, საერთოდ წავიდე სოფელში და იქ ვიცხოვრო სიმშვიდესა და სიწყნარეში, მაგრამ არ ვიცი, გავჩერდები თუ არა. მიყვარს ხალხი, ქუჩაში გამოსვლა და ერთი ფინჯანი ყავის დალევა კაფეში. ეს არის ჩემი ბედნიერება.

– სოფელში ცხოვრება რითი გიზიდავთ?

– ძალიან მიყვარს სოფლის გარემო – ძროხა, ქათამი, მიწის და ბალახის სუნი. ვფიქრობ, ჯერ მზად არ ვარ სოფელში საცხოვრებლად, მაგრამ არ ვიცი, ხვალ ან ზეგ რა ჭკუაზე ვიქნები.

– რაღაცნაირად სევდიანი მეჩვენებით.

– კი. რაღაცნაირად ბოლო დროს ჩემს თავს ვაკვირდები და მართლა ვარ სევდიანი. ამის მიზეზი რა არის, ვერც მე ამიხსნია. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც სენტიმენტები წინა პლანზე გადმოდის.

– პირადს ხომ არ უკავშირდება ეს?

– არა.

– ვარჯიშს ხომ არ უღალატეთ?

– კი, ვუღალატე. აღარ დავდივარ სპორტდარბაზში, რადგან ძალიან დავიკუნთე და ეკრანზე ჩემი თავი აღარ მომწონს, წონაშიც ძალიან დავიკელი. ცხოვრებაში ერთხელ მახსოვს, 48 კილო რომ ვიყავი და ახლა ამ ზღვარს ვუახლოვდები.

Cesko