რატომ ცდილობდა 2 მამაკაცი ზუგდიდში ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟებას?

0
673
55 Views

ზუგდიდში დააკავეს ორი მამაკაცი, რომელიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა. ისინი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ აიყვანეს. „კურიერის“ ინფორმაციით, მომხდარი უკავშირდება ერთ ერთ დაკავებულს და ავტომობილის მფლობელს შორის წარსულში მომხდარ უთანხმოებას.

დანაშაულის დაგეგმვის ერთ-ერთ მოტივად პირადი შურისძიება სახელდება. დაკავებულ მამაკაცს წლების წინ ავტომობილის მფლობელთან ჰქონდა დაპირისპირება და დღეს ცდილობდა სწორედ ამ დაპირისპირების გამო შურისძიებას, თუმცა ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები. ერთ-ერთი პირი სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომობილში ამონტაჟებდა ასაფეთქებელ მოწყობილობას. „კურიერის“ ინფორმაციით, ამოღებულია ხელყუმბარა.

მეზობლები ამბობენ რომ, პირი რომლის აფეთქებასაც გეგმავდნენ, დიდი ხანია ზუგდიდში ცხოვრობს.

ორივე დაკავებული ზუგდიდის დროებით მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გამომძიებლები შეეცადნენ მათგან ინფორმაციის მიღებას, თუმცა მისცეს თუ არა ჩვენება, ჯერჯერობით, უცნობია.უკვე გამოკითხულია ავტომობილის მფლობელიც.

Cesko