ჯონსონს უკრაინაში ძლიერი სასიკვდილო იარაღის გაგზავნა სურს

0
474
24 Views

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს უკრაინაში ძლიერი სასიკვდილო იარაღის გაგზავნა სურს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ჯონსონი აღნიშნავს, ამის მიზეზია ის, რომ პუტინმა ახლო მომავალში შესაძლოა უკრაინაში ვითარება მკვეთრად გააუარესოს.

თავდაცვის შტაბის უფროსმა ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია, სადაც მან თქვა, რომ კონფლიქტი გადაიზარდა “უფრო ჩვეულებრივ ომში”, რადგან უკრაინა გადავიდა რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობიდან ტერიტორიების დაკავებასა და დაბრუნებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის, პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ საფრთხე კიევისთვის რჩება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები ქალაქს შორდებიან.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მტერი აგრძელებდა დაბომბვას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დონეცკის მიმართულებით.

Cesko