ბრიტანეთმა მზადყოფნა გამოაცხადა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი

0
446
25 Views

გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის „ითამაშოს თავისი როლი“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაში, თუ კიევი ამას ითხოვს.

ბრიტანეთის წარმომადგენელმა უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა ლონდონს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს.

მისი თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს. უკრაინის დახმარებაზე დახარჯული მთლიანი თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს. გარდა ამისა, ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღე აქვთ სატელეფონო საუბრები.

„რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ომი, უზრუნველვყოთ რუსული დამპყრობელი ძალების გაყვანა. მოხარული ვიქნებით ვითამაშოთ როლი ამაში, თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს – დიახ“, – განაცხადა ვუდვორდმა.

მანამდე ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთისთვის, რომ სანქციები მოხსნას.

Cesko