რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას შეამცირებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინმა განაცხადა.
-რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ურთიერთნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერაზე შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რადიკალურად შემცირდეს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით, – განუცხადა ფომინმა ჟურნალისტებს.
,,მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სტამბოლის დღევანდელ მოლაპარაკებების შესახებ წერს:
,,სტამბოლის მოლაპარაკებები საბოლლოდ თუ ისე დამთავრდა, რასაც უკრაინელები ამბობენ, რუსეთი გაიჟიმა კი არა, პირდაპირ ვთქვათ, მოიტ@ნ”.