30 Views
დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდნენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს გამოიხატება კერძო ქონების კონფისკაციასა და ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ვალდებულებებზე უარის თქმაში.
ამასთან, როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთში უკვე მზადდება დადგენილება სავიზო ხასიათის საპასუხო ზომების შესახებ, რომელიც შეზღუდავს რუსეთში „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეების შესვლას.