გმირთა მოედანთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

0
402
30 Views

გმირთა მოედანთან აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ.

ერთ საათზე მეტია გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. საავტომობილო მოძრაობა, ასევე, პარალიზებულია „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე ათამდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აქციის მონაწილეები, რომლებიც საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, იქიდან მსვლელობით ჯერ პარლამენტთან მივიდნენ, შემდეგ კი გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ. ისინი ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებასა და სამუშაო ჯგუფების შექმნას ითხოვენ.

დედაქალაქის გარდა აქცია სხვადასხვა ქალებშიც მიმდინარეობს.

Cesko