“ამას ამბობს იგულავა, რომელსაც დროსტარების და ქურდობის მეტი არაფერი უკეთებია, როცა ხელისუფლებაში იყო…”

0
865
212 Views

“უკვე გაფორმდა ორი საქართველო, ერთი რომელიც იბრძვის, გლოვობს, თავის გმირებს ასაფლავებს და მეორე, რომელიც ღრეობს და ტაშფანდურობს” – ამბობს იგულავა, რომელსაც დროსტარების და ქურდობის მეტი არაფერი უკეთებია, როცა ხელისუფლებაში იყო.
კიდევ ერთი დამსახურება ჰქონდა და არ დავუკარგოთ: იგულავას დიეტა ?.
თქვენი “ნაბრძოლი” და მზის გულზე მიტოვებული ბიჭები – გვახსოვს!
ოკუპანტისთვის ჩაბარებული ქართული მიწა – გვახსოვს!
თქვენი გაქცევა ბრძოლის ველიდან – გვახსოვს!
თქვენი მშიშარა, მიწაზე გართხმული ბელადი – გვახსოვს!
თქვენი წაგებული ომის შემდეგ გამართული სამარცხვინო ტაშ-ფანდური – გვახსოვს!
თქვენი გამუდმებული ღრეობა და ბიუჯეტის ხარჯზე გრიალი – გვახსოვს!
თქვენს მიერ ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები – გვახსოვს!
თქვენგან ნაწამები ბიჭები და გაუბედურებული ოჯახები – გვახსოვს!
დარბეული, ნაცემი და მოკლული მშვიდობიანი მომიტინგეები – გვახსოვს!
ერთ დიდ ციხედ გადაქცეული საქართველო – გვახსოვს!
თქვენი შეწყალება და თაროზე შემოდებული სისხლის სამართლის საქმეებიც – გვახსოვს!
თქვენს მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება – გვახსოვს!
როგორც არ უნდა ამოეფაროთ უკრაინის ტრაგედიას, ვერ დაბრუნდებით!
არცერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს არ სჯერა, რომ თქვენ, ვინც საკუთარი ბიჭების გვამებზე იზეიმეთ, ვინც საქართველო, თქვენი კრიმინალური წარმოსახვების განხორციელების ასპარეზად აქციეთ, ახლა – უკრაინელებზე დარდობთ.
კარგად დაიმახსოვრეთ და ხშირად იმეორეთ: ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებით!
და კიდევ ერთი: იგულავა, თბილისს შენი საგინებელი მერი არ აურჩევია და არც არასდროს აირჩევს. ნუ ეტოლები მას, ვისაც ვერასდროს დაეწევი ვერც ადამიანობაში, ვერც საქმის კეთებასა და ქვეყნის სიყვარულში.
დიდება გმირებს და საუკუნო ცხონება მათ სულებს! ?

მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი

Cesko