რისთვის დაურეკა ფაშინიანმა პუტინს?

0
780
50 Views

სომხეთის პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა.

საქმე ეხება 25 მარტს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, ოფიციალური ერევნის ცნობით, აზერბაიჯენელმა სამი სომეხი სამხედრო მოკლეს, 14 კი დაშავდა. სომხეთმა რუსი სამშვიდობოებისგან რეაგირება მოითხოვეს.

ფაშინიანის ოფისის ცნობით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა განიხილა “სიტუაცია, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრამ გამოიწვია”.

“პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა თქვა, რომ საჭიროა, მოცემულ სიტუაციაში რუსი სამშვიდობოების ქმედებების გამოძიება და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, რომ რუსმა სამშვიდობოებმა მოითხოვონ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დაბრუნება მათ საწყის პოზიციებზე”. – წერია სატელეფონო საუბრის შიფრში, რომელსაც სომხური მხარე ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ “მთიან ყარაბში კრიზისული სიტუაციის გადასაჭრელად ძალისხმევას გასწევენ”. კრემლი ჯერჯერობით სატელეფონო საუბარს არ გამოხმაურებია.

Cesko