31 Views
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე:
“გულწრფელად გირჩევთ, ვინც უძრავი ქონების შეძენას გეგმავთ არ გადადოთ
იგეგმება საბანკო რეგულაციების გამკაცრება სესხის აღების კუთხით.
სამშენებლო სამუშაოების წარმოება (ჯამში ყველა კომპონენტი) გაძვირებულია საშუალოდ 40% – ით.
არსებულ, მიმდინარე მშენებლობებზე უძრავი ქონების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია არსებული ფასის (საშუალოდ 1 კვ. მეტრი 800 USD) ფარგლებში.
ვინც მშენებლობა დაიწყო განვლილი 3 თვის განმავლობაში, ან ეხლა იწყებს და ან მომავალში დაიწყებს, უძრავი ქონების ფასი იქნება ახალი კალკულაციით დაანგარიშებული.
საშუალოდ 8 თვეში, დღეს არსებული ფასი (საშუალოდ 1 კვ. მეტრი 800 USD) სასაცილოდ მოგეჩვენებათ. ახალი ფასი დაკორექტირდება საშუალოდ 1300 USD – ს ფარგლებში.
P.S
საწვავზე 6 თვის წინ გაფრთხილებდით? დიახ, დღეს ღირს 4.2 ლარი.
სურსათზე 6 თვის წინ გაფრთხილებდით? დიახ, დღეს არის საშუალოდ 30% ით ძვირი.
ინფლაციაზე გაფრთხილებდით? დიახ, ბოლო პარამეტრებით ეს არის 13.9% და ახალი დაანგარიშებით იქნება საშუალოდ 15%.
გაითვალისწინეთ რჩევა უძრავ ქონებაზე