„ანტირუსული რბოლის ყველაზე აქტიური მონაწილე“ – პესკოვი ბორის ჯონსონზე

0
468
36 Views

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბორის ჯონსონზე განაცხადა, რომ ის ანტირუსული რბოლის ყველაზე აქტიური მონაწილეა.

„ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი არის ყველაზე აქტიური მონაწილე ანტირუსულ რბოლაში. ეს რბოლა არავის მიიყვანს ოლიმპოში. პირიქით, ეს გამოიწვევს საგარეო პოლიტიკის ჩიხს”, – განაცხადა პესკოვმა.

ბორის ჯონსონმა LBC-სთან ინტერვიუში პუტინის უკრაინაში შეჭრას ბარბაროსობა უწოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა წითელი ხაზები გადაკვეთა და მასთან ურთიერთობის ნორმალიზებას ეწინააღმდეგებოდა.

პესკოვის თქმით, „კოლექტიურმა დასავლეთმა“ დაუშვა ყველა შეცდომა, რისი დაშვებაც შეიძლებოდა.

Cesko