ჩვენ რეგიონში ნეიტრალიტეტი ნიშნავს მოკლე კაბით საღამოს მანიაკებით სავსე ტყეში გასეირნებას. როგორც იტყვიან, არ აგცდება…”-ხუხაშვილი

0
481
26 Views

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არც თუ საუკეთესო არჩევანია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენს რეგიონში ნეიტრალიტეტი მაღალი რისკის შემცველია.

„ჩვენ რეგიონში ნეიტრალიტეტი ნიშნავს მოკლე კაბით საღამოს მანიაკებით სავსე ტყეში გასეირნებას. როგორც იტყვიან, არ აგცდება…

პედოფილიისთვის მრავალჯერ ნასამართლევი მანიაკი გეუბნება – აირჩიე, ან მარტო ჩემთან “იცხოვრებ”, ან ყველასთან რიგ-რიგობით…

ასეთ არჩევანს გვიტოვებს ნეიტრალიტეტი,“- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საზოგადოება აქტიურად განიხილავს საქართველოს სამომავლო პოლიტიკურ არჩევანს. ნეიტრალიტეტზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს ნეიტრალიტეტის საკითხი.

Cesko