ნატო-ს ყოფილი მრჩეველი – თუ დავმარცხდებით უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე

0
609
32 Views

თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე, მიუბრუნდება მოლდოვას და დაამყარებს კონტროლს.

შემდეგ ის დაუპირისპირდება ნატო-ს, ეცდება ნატო-ს დაშლას და დაუპირისპირდება ჩვენს დემოკრატიას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, ნატოს სამიტის ყოფილმა მრჩეველმა ეველინ ფარკასმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი არ გაჩერდება, თუ ის უკრაინაში არ იქნება შეჩერებული.

“ვერ ვიტან სიტყვას : “რუსეთის პროვოცირება”. თუ ვინმეა პროვოკატორი, ეს რუსეთია. რუსეთმა აირჩია ეს ომი და რუსეთმა აირჩია დაეხოცა უდანაშაულო უკრაინელები. ამიტომ ცხადია, ისინი პროვოკატორები არიან.

არსებობს შეკითხვა ესკალაციაზე. დიახ. ეს სიტყვა უფრო მომწონს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, ჩვენ არ გვინდა ისეთი რამის გაკეთებას, რაც გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ესკალაციას.

ამის მიუხედავად, ჩვენ არ შეიძლება იმდენად გვეშინოდეს ესკალაციის, რომ გამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითიც უკრაინელებს რეალურად დავეხმარებით. ასე რომ, რისკები ფრთხილად უნდა შევაფასოთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ზოგიერთი რისკის მისაღებად,“- აღნიშნა ნატო-ს სამიტის ყოფილმა მრჩეველმა.

Cesko