32 Views
უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ მიმართვაში ამბობს:
“დღეს მტერმა მარიუპოლის ერთ-ერთი სკოლა დაბომბა, სადაც თავს ადამიანები აფარებდნენ. არც სკოლაში და არც მის სიახლოვეს უკრაინული სამხედრო პოზიცია გამაგრებული არ ყოფილა, პირიქით, იქ 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო, უმეტესობა ქალები და ბავშვები. ისინი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. ამ დრომდე არ ვიცით რამდენია ცოცხალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პილოტს, რომელმაც ეს ბომბი ჩამოაგდო, აუცილებლად ვიპოვით და დავსჯით ისევე როგორც სხვა პილოტებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.”