რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ოლიგარქმა თქვა, რომ სანქციები ვერ შეაფერხებს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გაგრძელებაში და აფრთხილებს დასავლეთს, რომ ვერ ხვდება, როგორ მუშაობს ძალა მოსკოვში.
ოლიგარქი დასავლეთს მიმართავს და ამბობს, რომ „დასავლეთი ვერ ხვდება როგორ მუშაობს მოსკოვის ძალა“.
„იმ ხალხს მინდა ვუთხრა ვინც ევროკავშირს ხელმძღვანელობს, თუ გჯერათ, რომ პუტინი დაწესებული სანქციების გამო შეჩერდება, ცდებით. თუ ასე გჯერათ, ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერი იცით იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს კრემლი. მაშინ ეს თქვენი მომავლისთვის არის საშიში“, – აცხადებს რუსი ოლიგარქი.
ფრიდმანმა, რომელსაც სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ პუტინის ორბიტაზე ისაუბროს მასთან ომის დასრულებაზე.
„ძალაუფლების მანძილი ბატონ პუტინსა და ნებისმიერ სხვას შორის ჰგავს მანძილს დედამიწასა და კოსმოსს შორის,“ – განაცხადა ფრიდმანმა და დასძინა, რომ „პუტინისთვის რაიმეს თქმა ომის წინააღმდეგ, ვინმესთვის, ერთგვარი თვითმკვლელობა იქნება.
შეგახსენებთ, რომ პუტინის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო გაერთიანებულმა სამეფომ რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არის ცნობილი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი.