მეექვსე თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება. ამ ხნის მანძილზე ექპრეზიდენტის გარშემო უამრავი ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
საზოგადოებისთვის პირველი შოკი, მისი ახალი მეუღლე უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკოს წარდგენა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ მიხეილის დაკავების შემდეგ, ერთობლივი ვიდეო ლიზამ გაავრცელა.
შემდეგ იყო გრძელვადიანი შიმშილობა, ცუდად გახდომა და რუსთავის ციხიდან-გლდანის ციხეში სკანდალური ეტაპირება გახლდათ. ახალ წლამდე კი ექსპრეზიდენტმა მისი და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო ქალიშვილი საზოგადოებას წარუდგინა. ელის მარიას შესახებ სააკაშვილის მიმართვა, მისსავე ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
პირველად ორი წლის წინ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს სასიყვარულო ურთიერობაზე უკრაინულ მედია strana.news წერდა, რამდენიმე თვის წინ მათვე გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერდნენ, რომ სოფო ნიჟარაძე ზაფხულში შვილთან ერთად კიევში იმყოფებოდა.
რამდენიმე კვირის წინ კი, ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე ლიზა იასკო ექსკლუზიურად ჩაწერეს, სადაც კითხვა სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილზეც დაუსვეს.
“მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რადას დეპუტატის ლიზა იასკოს მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი მომღერლისგან ქალიშვილი ჰყავს, სავარაუდოდ ძალიან განაწყენებულია”.
მედიამ ლიზასგან კომენტარის ჩაწერა იტალიურ რესტორან Buffalino-ში მოახერხა:
“მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, რაც მის წარსულში იყო მე საერთოდ არ მაინტერესებს”, – ამბობს იასკო და დასძენს, რომ მიშას მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მას აბსოლუტურად არ აინტერესებს.
“თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება და სხვა ყველა ჭორი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის” – ამბობს ლიზა.