,,პოსტსაბჭოთა ქვეყნები დათანხმდებიან ამას და ჩემთვისაც მისაღებია ეს მოდელი” – სანდრო ბრეგაძე

0
1002
48 Views

ბოლო დროს  აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველო თუ ნეიტრალიტეტს ოფიციალურად გამოაცხადებს, მას ექნება შანსი, დაიბრუნოს ის ტერიტორია, რომელიც სსრკ-ს დაშლამდე ჰქონდა. იმავეს აცხადებს სანდრო ბრეგაძე და მის ხელთ არსებულ “დადასტურებულ ინფორმაციაზე” დაყრდნობით წერს:

,,აღარ არის კეკლუცობის დრო და პირდაპირ უნდა ითქვას. დღეს არსებულ მძიმე გეოპოლიტიკურ კატასტროფაში ქართული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა – აიცილოს ომი.
ყველა ის პიროვნება თუ პოლიტიკური ძალა, რომელიც ომს ააცილებს ქვეყანას – იქნება ქართველი ერის დაკვეთის და მიზნის აღმსრულებელი. ამის საპირისპიროდ – ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში, ხელი შეუწყოს პროვოკაციებს და ამითი საკუთარი რევანშისტული პოლიტიკური მიზნები აასრულოს (ხელისუფლებაში მოვიდეს ) – უნდა გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად და სახალხოდ გასამართლდეს.
ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართალი და საბოლოოდ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.
ჩემს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ძალიან მალე საქართველო დადგება არჩევანის წინაშე.
პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია მოდელი – პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამოცხადების სანაცვლოდ, აღდგეს საქართველოს დე ფაქტო საზღვრები იმ ფორმატში,  რომელიც იყო სსრკ-ს დაშლამდე (ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა დათანხმდება ანალოგიურ წინადადებას და შეწყდება ეს საშინელი ომები).
თუ ჩვენ შევძლებთ ამ სახელმწიფოებრივი ამოცანის შესრულებას – ცალსახაა, რომ ეს აქტი იქნება საქართველოს მიზნის აღსრულება – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რასაც ახლა ვწერ, ამას არ ვწერ ჰაერზე, ეს საკითხი ძალიან მალე დადგება საქართველოს ხელისუფლების წინაშე”.
საინტერესოა კომენტარები, სადაც წერენ: ,,მარტო ნეიტრალიტეტის გამოცხადება გამო არ დათმობენ წაღებულ ტერიტორიებს. მე რიგორც გავიგე, სულ ცოტა ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას მოითხოვენ და ვინაიდან ამდენი რუსეთის მოძულე გვყავს, როგორ მოხერხდება ეგ საქმე”, ,,თუნდაც ევრაზიული კავშირი იყოს, ოღონდ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა”, ,,ბატონო სანდრო, იდეალური ვარიანტია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მაგრამ საკითხავი ისაა, რამდენად გაგვიშვებს ,,დემოკრატიული” დასავლეთი მაგ მიმართულებით და თუ არჩევაზე მიდგა საქმე, ეს გზა უნდა ავირჩიოთ უპირობოდ და ამისთვის ყველაფერი ვიღონოთ”, ,,სრული სიმართლეა მაგრამ ეს სულგაყიდული მმართველი ძალა, რომელიც ამერიკელმა მასონებმა მოგვახვიეს თავს, კარგს რომ არ დაგვმართებს”.

Cesko