27 Views
რუსეთში მყოფი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია, ოღონდ რუსულ VK-ზე. მისი კოლეგების ნაწილი ამავე სოცქსელში იძებნება, ნაწილი – კი odnoklassnik-ში დიდი ხნის წილ მივიწყებულ ანგარიშებს უბრუნდებიან.
ქეთა თოფურიამ VK-ზე მთავარი ფოტო გუშინ დილის საათებში დააყენა და ყველას რუსულად მიესალმა.
ხოლო odnoklassnik-ში გუშინ გამოჩენილი სოსო პავლიაშვილი VK ანგარიშსაც ფლობს და გუშინ საღამოს საათებში სოცქსელს სტუმრობდა კიდეც. თუმცა, პავლიაშვილის გვერდი ჩაკეტილია და სხვა მომხმარებლებს მის დამეგობრებამდე ნახვა არ შეუძლიათ.