I და II მსოფლიო ომები და რუსეთ-უკრაინის ომი სამივე ერთ საკრალურ თარიღს უკავშირდება – ეზოთერიკოს-ნუმეროლოგის პროგნოზი

0
608
34 Views

ეზოთერიკოსი, ნუმერელოგი, ბიოენერგოთერაპევტი, მანდალათერაპევტი ლინა გახუტიშვილი “პრაიმთაიმთან” საკრალურ ციფრთა კომბინაციაზე საუბრობს, რომელიც პირველ, მეორე მსოფლიო ომებს და ახლა, რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.

I მსოფლიო ომი – 28/07/1914 – ნუმეროლოგიურად: 2+8+0+7+1+9+1+4=32 3+2=5

II მსოფლიო ომი – 01/09/1939 – ნუმეროლოგიურად: 0+1+0+9+1+9+3+9=32 3+2=5

რუსეთის შეჭრა უკრაინაში –  24/02/2022 ნუმეროლოგიურად: 2+4+0+2+2+0+2+2=32 3+2=5

რას ნიშნავს ციფრთა ეს კომბინაცია, “პრაიმთაიმმა” ეზოთერიკოს-ნუმეროლოგ ლინა გახუტიშვილთან გაარკვია:

“ნუმეროლოგიაში ციფრი 5-იანი რისკს, ხიფათს, კოსმოსურ მინიმოდელს, ადამიანის ფორმას (სხეულს), ასევე ხუთქიმიან ვარსკვლავსაც აღნიშნავს. ლეონარდო და ვინჩი, რომელიც ნუმეროლოგიის დიდი მოყვარული იყო, ამბობდა, რომ 5-იანი საკრალური ციფრია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.  ის „ვიტრუვიუსის ადამიანის“ შემქმნელი იყო.

5-იანი გამოხატავს სეფირა გებურას სიცოცხლის ხეს. 5 არის სიმძიმე და სამართლიანობა. ხოლო კაბალაში რიცხვი 5  შიშის სიმბოლოა, მისი გამოსახულება კი გებურაა – მეფე ეტლში, ომში მიმავალი. მისი ძლიერი მარჯვენა ხელი სამართლიანობის მახვილით იცავს ხალხს და სამართლიანობის ტრიუმფის გარანტიას იძლევა. ასევე, ესაა შიშის სიმბოლოც.

გარდა ამისა, ჰინდუიზმში, რომელიც ასტროლოგიის უძლიერეს ცოდნას ემყარება, 5-იანი შივას ციფრს გამოხატავს და შივა კი დამანგრეველი ღმერთია.

5-იანი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სიმბოლოცაა. ასევე, არსებობს 5 გრძნობის ორგანო, 5 ძირითადი ელემენტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს, 5 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

რომაული ხუთიანი ასე გამოისახება – V, რაც გამარჯვების აღმნიშვნელი სიმბოლოა.

5-იანი ასევე, ომის მმართველი პლანეტის – მარსის სიმბოლოცაა. ძველ რომში ხუთქიმიანი ვარსკვლავი ომის ღმერთის – მარსის სიმბოლო იყო. მასონობში პენტაკალი განასახიერებს სინათლეს, ცოდნას და სრულყოფილებას. გამოიყენება თავდაყირა, როგორც ბაფომეტის ბეჭედი.

პითაგორა ამტკიცებდა, რომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ან, როგორც მან უწოდა, ჰიგიეა, წარმოადგენს მათემატიკურ სრულყოფილებას, რადგან ის მალავს ოქროს თანაფარდობას.

5-იანი, როგორც  ვარსკვლავის სიმბოლო, კრემლზეა გამოსახული.

საბჭოთა კავშირში 15 ქვეყანა შედიოდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნები კი შემდეგ 5 ჯგუფად დაიყო:

ბალტიისპირეთი: ესტონეთი, ლიტვა, ლატვია.
ცენტრალური აზია: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი.
სამხრეთი კავკასია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.
აღმოსავლეთი ევროპა: უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა.
რუსეთი

საბჭოთა კავშირის 15 ქვეყანა ჯამში 1+5=6-ს იღებდა ანუ 6-ით ის ორივე მსოფლიო ომში გამარჯვებული გამოვიდა. ახლა, რუსეთის ფედერაცია მარტოა დარჩენილი და ეს უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებას იწვევს. 

მართალია, ნუმეროლოგთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ამ საკრალურ დამთხვევამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, მაგრამ ჩემი პროგნოზით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომში იმდენად ჩართულია, რომ ფაქტობრივად, მსოფლიო უკვე მოქმედებს.

არაა აუცილებელი, რომ ყველა სახელმწიფოს სამხედრო დანაყოფებმა ხელში იარაღი აიღონ და ყველამ იარაღით იბრძოლოს, ზოგიერთი ქვეყანა ტექნოლოგიებით, ზოგი – ფინანსებით, ზოგიც – სხვადასხვა სახის დახმარებით ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ საომარ მოქმედებებში უკვე ჩართულია.

სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ნუმეროლოგებთან კავშირი აქვს და მათი რეკომენდაციით სწორედ 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში, თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ახლა, მეორე ათასწლეულია, პირველი და მეორე მსოფლიო ომები კი, პირველ ათასწლეულში მოხდა.

მეორე ათასწლეული ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაა და დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზრდილია, ამდენად, მხოლოდ ციფრები რუსეთის სასარგებლოდ გადამწყვეტი ვერ იქნება, გასათვალსიწინებელია სხვადასხვა ასტროლოგიური ასპექტები, ენერგიები, რომლებიც ამჟამად კოსმოსიდან მოდის.

ჩემი გათვლით, უკრაინისთვის უახლოესი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება 14 მარტი, შემდეგი კი, 23 მარტი. ეს სამხედრო ინტერვენცია, ან ამ თარიღებში უნდა დასრულდეს, ან გარდამტეხი ცვლილება უნდა მოხდეს.

ამდენად, შესაძლებელია, უკრაინისთვის ხელსაყრელი დღე 14 მარტიც იყოს, შესაძლოა, ამ თარიღმა დადებითი როლი ითამაშოს, როგორც უკვე აღვნიშნე, შემდეგი ასეთი რიცხვთა კომბინაცია 23 მარტი იქნება და აი რატომ: პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 5-ით და დასრულდა ასევე 5-ით, მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო 5-ით და დასრულდა ისევ 5-ით. ახლა, რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო 5-ით და მაღალი ალბათობით, ისევ 5-ით უნდა დასრულდეს, ყოველ შემთხვევაში ყველას ასე გვინდა და არ გვსურს ეს წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

ამ დიდ ბრძოლაში უკრაინას გამარჯვებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ საომარი მოქმედებები მალე შეწყდება, დასრულდება უდანაშაულო ადამიანების სისხლის ღვრა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ დაემუქრება.” – ამბობს ლინა გახუტიშვილი.

წყარო: https://primetime.ge/

Cesko