ქართველი ჟურნალისტის უძიმესი რეპორტაჟი უკრაინიდან

0
541
22 Views

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა დავით კაკულიამ, რომელიც უკრაინაში, კერძოდ კი, ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ე­ვში იმყოფება, იმ მძიმე ვითარების შესახებ ისაუბრა, რაც ახლა ადგილზე ხდება.

ქართველი ჟურნალისტი ყვება უკრაინიდან იმ მძიმე ვითარების შესახებ ისაუბრა, რაც ახლა ადგილზე ხდება

როგორც კაკულიამ “პსლიტრანიუსის” ეთერში ჩართვისას აღნიშნა, ნი­კო­ლა­ე­ვი 3 მხრი­დან არის ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი და ასე ცდი­ლობ­დნენ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი ქალაქში შე­ჭ­რას.

ჟურნალისრმა ასევე თქვა, რომ და­ბომბვის რის­კის გამო, 7 სა­ა­თის შემ­დეგ სასტუმროში სი­ნათ­ლის ან­თე­ბა  ეკრძალებათ.

და­ვით კა­კუ­ლია: და­ვი­წყოთ იმით, რაც ხდე­ბა ნი­კო­ლა­ევ­ში. მე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­გერ­თვე­ბო­დით გარე პე­რი­მეტ­რი­დან, თუმ­ცა 19.00 სა­ათ­ზე აქ იწყე­ბა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი. მხო­ლოდ სას­ტუმ­როს დე­რეფ­ნებ­ში არის ახლა შუქი ან­თე­ბუ­ლი. ჩვენ აკ­რძა­ლუ­ლი გვაქვს სას­ტუმ­როს ნომ­რებ­შიც კი სი­ნათ­ლის ან­თე­ბა 7 სა­ა­თის შემ­დეგ, ვი­ნა­ი­დან ყო­ველ ღა­მით არის და­ბომბვის რის­კი. ახ­ლაც კი, რო­დე­საც თქვენ კი­თხვას მის­ვამ­დით, ის­მო­და უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მე­ბის ხმა.

რო­გორც ჩანს, არის კვლავ საფრ­თხე ან სა­რა­კე­ტო იე­რი­შის, ან სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის, ვგუ­ლის­ხმობ მო­ი­ე­რი­შე და გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ თვითმფრი­ნა­ვებს. ნი­კო­ლა­ე­ვი, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 3 მხრი­დან არის ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი. 3 მხრი­დან ცდი­ლობ­დნენ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი აქ შე­მოჭ­რას. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მათ ეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ გა­მო­უ­ვი­დათ. ბოლო მცდე­ლო­ბი­სას აე­როდ­რომ­თან, სა­დაც ჩვენც ვიმ­ყო­ფე­ბო­დით (აქ ნი­კო­ლა­ევ­თან არის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი), და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე ტი­პის სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კა გა­ა­ნად­გუ­რეს უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა.

ეს არის მათ­თვის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ქა­ლა­ქი, რომ­ლის აღე­ბა სურთ. სურთ, რა­ტომ – ნი­კო­ლა­ევს ეძა­ხი­ან ოდე­სის კა­რიბ­ჭეს. თუკი და­ე­ცე­მა ნი­კო­ლა­ე­ვი, ამას ღიად ამ­ბო­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, შე­საძ­ლოა, და­ე­ცეს ოდე­საც, რომ­ლის აღე­ბა არ არის ისე მარ­ტი­ვი, თუმ­ცა გა­აჩ­ნია სა­ი­დან შე­უ­ტე­ვენ და რა რა­ო­დე­ნო­ბის ტექ­ნი­კა და ცო­ცხა­ლი ძალა შე­უ­ტევს. აქ სი­ტუ­ა­ცი­ას არ­თუ­ლებს ის, რომ რო­გორც ნი­კო­ლა­ე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ისე ოდე­სის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ტე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ხმე­ლე­თი­დან, ასე­ვე ზღვი­დან და ჰა­ე­რი­დან, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი არის საკ­მა­ოდ ახ­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ის თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ბომ­ბავს შავი ზღვის­პი­რეთ­ში მდე­ბა­რე უკ­რა­ი­ნულ ქა­ლა­ქებს, ფრინ­დე­ბა სწო­რედ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მე­ბი­დან, რო­მე­ლიც 2014 წელს ჩა­იგ­დეს რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ხელ­ში ე.წ. რუ­სუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის დროს.

თა­ვად ნი­კო­ლა­ევ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას, სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად არ არის კარ­გი, მე ვი­ტყო­დი, მძი­მეც კი. ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც ცდი­ლობს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ რუ­სულ რა­კე­ტებს და ბომ­ბებს და­აღ­წი­ოს თავი. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ზე მძი­მე სა­ნა­ხა­ვი არის ჩვი­ლი ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცდი­ლო­ბენ პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნან, მა­ინც სცი­ვათ. არ არის ის პი­რო­ბე­ბი რომ ბავ­შვი იქ იყოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი…”-აღნიშნა დავით კაკულიამ.

Cesko