22 Views
„ტელეგრამ“ არხზე ვრცელდება რუსეთის მოქალაქის მიმოწერა, რომელიც წერს, რომ ვინმე თორნიკემ 600 დოლარი გამოსძალა და იმ სახლის გახლის გასაღები მისცა, რომელიც კარს საერთოდ არ ერგებოდა.
„მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოს ბაზარზე არიან თაღლითები, თუკი განცხადებას ნახავთ ამ ნომრით იცოდეთ რომ არის თაღლითი – მისი სახელია თორნიკე. გუშინ გადაგვაგდო და 600 დოლარი აგვაღლიტა. მოგვცა გასაღები, რომელიც არ ერგებოდა იმ სახლის კარს და დაიკარგა.
დღეს მოგვწერა, რომ ჩვენ ვართ ოკუპანტები და რომ ყველა რუსს ასე გაუკეთებს და პოლიცია არაფერს არ ეტყვის“, – წერს რუსეთის მოქალაქე.