რუსეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციების სიაში შეყვანისკენ მოუწოდებს.
“ექსტრემისტული საქმიანობის შესახებ მოქმედი ფედერალური კანონის შესაბამისად რუსეთის პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აიკრძალოს კომპანია Meta Platforms Inc.-ის საქმიანობა”. – წერია პროკურატურის მიმართვაში.
ცოტა ხნით ადრე უკრაინაზე თავდასხმის გამო, Meta-მ ზოგიერთ ქვეყანას Facebook-სა და Instagram-ზე რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივი მოწოდებების გავრცელების უფლება მისცა.
ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში Meta-მ რუსული სამთავრობო მედიების გვერდებიც შეზღუდა.
2021 წლის მიწურულს, დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით Facebook-მა სახელი Meta-თი შეიცვალა. Meta-ს ყველაზე ცნობილი პროდუქტებია სოციალური ქსელების Facebook და Instagram, ასევე მესენჯერი What’s Up