რუსეთის გენპროკურატურა მოითხოვს – კომპანია Meta ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ

0
644
23 Views

რუსეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციების სიაში შეყვანისკენ მოუწოდებს.

“ექსტრემისტული საქმიანობის შესახებ მოქმედი ფედერალური კანონის შესაბამისად რუსეთის პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აიკრძალოს კომპანია Meta Platforms Inc.-ის საქმიანობა”. – წერია პროკურატურის მიმართვაში.

ცოტა ხნით ადრე უკრაინაზე თავდასხმის გამო, Meta-მ ზოგიერთ ქვეყანას Facebook-სა და Instagram-ზე რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივი მოწოდებების გავრცელების უფლება მისცა.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში Meta-მ რუსული სამთავრობო მედიების გვერდებიც შეზღუდა.

2021 წლის მიწურულს, დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით Facebook-მა სახელი Meta-თი შეიცვალა. Meta-ს ყველაზე ცნობილი პროდუქტებია სოციალური ქსელების Facebook და Instagram, ასევე მესენჯერი What’s Up

 

 

Cesko