სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი მეუღლის ჯონი გიგანის წერილი გავრცელდა, რომელსაც იგი თავის მეუღლეს უძღვნის.
“იმიტომ ვგიჟდები შენზე, ჩემო სიცოცხლე, რომ სათქმელს ყოველთვის დროულად იძახი, თანაც გულწრფელად და სიმართლით. მოკლედ, ფსევდოოპოზიციის “ჩისტილშიკი” ხარ, რასაც ყველაზე დიდი გამბედაობა და სისუფთავე სჭირდება.
ათმაგად ამიტომ მიყვარხარ… არ დაიღალო ქვეყნის სადარაჯოზე, შენ ხომ ჯანსუღის … ძუ ლომი ხარ….” – ასეთი სიტყვებით აუხსნა სიყვარული თაკო ჩარკვიანს მეუღლემ, ჯონი გიგანმა საჯაროდ. სიტყვები პოსტის კომენტარებში დაუწერა, სადაც თაკო ჩარკვიანი ევროკავშირის მიერ უკრაინის მისამართით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერს:
“მადლობა ღმერთს, უკრაინას ევროკავშირმა თანხმობა უთხრა – დიდება უკრაინას! 2008 წელს ჩვენ ვიყავით პირველები, ვისაც რუსეთი თავს ზუსტად ასე დაესხა. რომ არა ჩვენი საკუთარი ქვეყნის გამყიდველები ფრაზებით, “გორს ჩვენი ხელისუფლება ბომბავდა” და “მძინარე ცხინვალი სააკაშვილმა დაბომბა” (რაც, რა თქმა უნდა, სიცრუე იყო და ასეც აღმოჩნდა, ჰააგის სასამართლომ დაამტკიცა), რუსეთის ტვ ეთერით და დასავლელ პარტნიორებს რომ ეუბნებდნენ და სამარცხვინოდ უმტკიცებდნენ (ბურჯანაძე, ზურაბიშვილი და ა.შ. ამათ იმიტომ ვასახელებ, რომ სააკაშვილის დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე იყვნენ), რომ არა კოლაბორაციონალები, დღეს საქართველო ბევრად წინ იქნებოდა. სწორედ ამ ტიპის განცხადებები, გაკეთებული რუსეთის ტელეეთერით, აბნევდა დასავლეთს მაშინ, იმის მაგივრად, რომ ერთად გვეყვირა “თავს დაგვესხა მტერი თქო”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახერხა მაშინ და მთელი მსოფლიოს (6 ლიდერი) აქ ჩამოიყვანა, ომი შეაჩერა და გაჰყვიროდა მთელ მსოფლიოზე, რომ რუსეთი თავს დაგვესხა და მოგვეშველეთ, სანამ გვიან არ არისო. პუტინი აქ არ შეჩერდებაო, ჯაჭვი გააკეთა რუსთაველზე!!! ფაქტია, ომი შეაჩერა!!! მე ოპოზიციაში ყოფნა არ მესწავლება (იმ 9 წლის დროს და ამ 9 წლის დროს ოპოზიციაში ვარ), მაგრამ ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ოპონენტის სიძულვილით შენს ქვეყანას ომის დაწყება დააბრალო!!!!! ბოდიშიც არ მოგვისმენია, რაღაც არ მახსენდება, გონორით უტიფრად შუბლგაწყვეტილად საუბარი კი მოგვისმენია ამ პოლიტიკანის და არა მხოლოდ მისი!!
ასე რომ, სანამ ორმაგ სტანდარტს არ მოეშვებით ოპოზიციაში, საქართველო ბრძოლას ვერ მოიგებს! თან ” უბლოკო” სტატუსი , თან “გორს სააკაშვილი ,ბომბავდაო” ,”ომი საქართველომ დაიწყოო” და ” პუტინი ჭკვიანი კაცია თავისი ქვეყნისთვისო”, აი, ამ ფრაზებით რომ მოდის პოლიტიკანი და კიდევ სააკაშვილის წინააღმდეგ (გელაშვილის საქმეზე მიცემული ჩვენებით) და ამის შემდეგ ოპოზიციაში “იჯდეს” და მერე უნდა გაგვიკვირდეს ხალხის განწყობა?! პარადოქსია და მუხრუჭი პროცესისა!!!! ორმაგი სტანდარტი დამღუპველია ბრძოლაში!” – წერს თაკო ჩარკვიანი.