,,მე ვულოცავ საქართველოს! ეს ქვეყნის გამარჯვებაა!” – ნიკა გვარამია

0
671
34 Views

,,მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა ამ წუთებში საქართველოსთვის მიღებულ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომ ჰააგაში მდებარე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა მიმართა ორდერის გამოსაწერად იმ პირების, რომლებსაც 2008 წელს ჰუმანიტარული დანაშაული ჩაიდინეს.

-პროკურორმა მიმართა წინასასამართლო პალატას, რომ დადასტურდეს მისი ორდერი ამ პირების დაპატიმრების შესახებ – დავით სანაკოევის, მიხაელ მინძაევის, ჯამლეტ გუჩმაზოვის (გენერალ ბორისოვზე ჩანაწერია, რომ, როგორც ამბობენ, მკვდარიაო). ეს დაჩქარებული წესით მოხდა. მე ვულოცავ საქართველოს, ეს ამ ქვეყნის გამარჯვებაა, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

Cesko