უკაცრავად, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხს, რატომ უნდა წყვეტდეს ნატო? – სერგეი ლავროვი

0
534
35 Views

“ჩვენ დასავლელ პარტნიორების მოვუწოდეთ, რომ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების პრინციპებზე უნდა შევთანხმებულიყავით. ჩვენ გვიპასუხეს, რომ ყველაფერზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ნატოს გაფართოების საკითხს არც კი შეეხოთ. შემოგვითვალეს, ამას თავად გადავწყვეტთ, თქვენ გარეშე, არ ინერვიულოთ, ნატოს გაფართოება თქვენს უსაფრთხოებას არ ემუქრებაო. უკაცრავად, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხს ნატო რატომ უნდა წყვეტდეს? ასე არ გამოვა, რუსეთთან ასე საუბარი არ შეიძლება”,-  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა.

„ყველა არჩევნების წინ, დასავლეთი ღიად და დაუფარავად უკრაინისგან მოითხოვდა, რომ ჩამოყალიბებულიყვნენ, ვისკენ არიან – დასავლეთთან თუ რუსეთთან. გამოდის, რომ ან ჩვენთან ხარ ან ჩვენ წინააღმდეგ. ეს არის ის დასავლური ღირებულებები, რომლებიც უკრაინელი ხალხის ტვინში ჩადეს? უკრაინისგან ყოველთვის ქმნიდნენ პროდასავლურ ექსპერიმენტულ ინსტრუმენტს. როდესაც ნატომ დაიწყო იმის მოთხოვნა, რომ უკრაინას ამ ბლოკში გაწევრიანების თავისუფალი ნება უნდა ჰქონოდა, უკრაინაში დაიწყო სამხედრო-საზღვაო ბაზების შექმნა, დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ იქ უნდა განთავსდეს რაკეტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

ახლა კი გავიგეთ, რომ იქ უკრაინელი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოების სამხედრო-ბიოლოგიური ლაბორატორიებიც არსებობდა და ბირთვული შეიარაღების არმქონე ქვეყნის სტატუსისგან უარი უნდა ეთქვათ. ჩვენ დასავლელ პარტნიორების მოვუწოდეთ, რომ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების პრინციპებზე უნდა შევთანხმებულიყავით. ჩვენ გვიპასუხეს, რომ ყველაფერზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ნატოს გაფართოების საკითხს არც კი შეეხოთ. შემოგვითვალეს, ამას თავად გადავწყვეტთ, თქვენ გარეშე, არ ინერვიულოთ, ნატოს გაფართოება თქვენს უსაფრთხოებას არ ემუქრებაო. უკაცრავად, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხს ნატო, რატომ უნდა წყვეტდეს? ასე არ გამოვა, რუსეთთან ასე საუბარი არ შეიძლება.

უკრაინაში ჩვენს ქმედებებს ძალიან კონკრეტულად ვაყალიბებთ. ჩვენ არ გვსურს უკრაინის მილიტარიზაცია. ნატოსთან თუ ნატოს გარეშე, უკრაინაში ისედაც შეიძლება ამერიკული სისტემების განთავსება, რომელიც ჩვენს ტერიტორიას დაუმიზნებს. არ გვსურს უკრაინის ნეონაციონალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც ბატალიონები SS-ის სიმბოლოებით დადიან. ეს სამხედროები ტერორისტული აქტების განსახორციელებლად ემზადებიან. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა ნეიტრალური იყოს“ , – განაცხადა ლავროვმა.

Cesko