“დასავლეთის სანქციების გაფართოების საკითხში გერმანია მთავარი მოწინააღმდეგეა”

0
430
23 Views

„რუსეთის უმსხვილესი ბანკისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოების საკითხში გერმანია მთავარი მოწინააღმდეგეა“, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

ოფიციალური ბერლინი SWIFT-ისგან მოწყვეტილი რუსული ფინანსური ინსტიტუტების სიის გაფართოების და ამ სიაში Sberbank ის დამატების წინააღმდეგია. ამის შესახებ არაერთი დიპლომატი საუბრობს და ამას მოწმობს დოკუმენტებიც, რომელსაც „ბლუმბერგი“ გაეცნო.

სბერბანკი, რომელიც რუსეთის საცალო დეპოზიტების დაახლოებით ნახევარს ფლობს, სვიფტიდან გათიშული ბანკების თავდაპირველი სიიდან ამოიღეს, თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაზე გაძლიერებული თავდასხმების ფეხდაფეხ, დასავლეთის მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმოდა მოწოდებები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების მხრიდან ჯარიმების გაძლიერების შესახებ. დოკუმენტების მიხედვით, ბოლო დღეებში ჩატარებულ დიპლომატიურ შეხვედრებზე გერმანიამ ამ ნაბიჯის გადადგმისას არაერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ, მათ შორის მინისტრებს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საჯაროდაც გამოვიდა, სანქციების დაწესებისას თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სანქციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ენერგეტიკაზე. შოლცმა, ასევე, თქვა, რომ რუსეთიდან ნავთობის და გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია, რადგან ამას „არსებითი მნიშვნელობა“ აქვს ევროპული ეკონომიკისთვის და ცხადყოფს, რომ რუსეთიდან ენერგეტიკული იმპორტის გაგრძელება „გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა“.

გერმანიის პოზიციამ შესაძლოა განხეთქილება შეიტანოს მოკავშირეების ერთიან პოზიციაში, დასაჯონ რუსეთი უკრაინასთან ომის გამო.

მას შემდეგ, რაც გერმანიამ მოულოდნელი პირობა დადო უკრაინას იარაღის მიწოდებისა და თავდაცვის ხარჯების დაჩქარების შესახებ, ქვეყანა კვლავ კრიტიკას იღებს იმის გამო, რომ ცდილობს დაიცვას თავისი ეკონომიკა, რომელიც რუსეთზეა დამოკიდებული იმპორტირებული გაზის ნახევარზე მეტი და ნავთობის მესამედზე მეტი ოდენობით.

ოთხშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანია გააკრიტიკა და გაზეთ „Welt“ თან აღნიშნა, რომ ის ძალიან ცოტას აკეთებს.

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა იციან, რომ ენერგომომარაგების მიზნების გამო მათზე ზეწოლა შეიძლება გაიზარდოს, ფრთხილობენ და დაძაბულობის თავიდან აცილებას ცდილობენ,  თუმცა იციან რა სხვა წევრი ქვეყნების მთავრობების ხედვის შესახებ, ხედავენ, რომ მათ ამ პოზიციას მხარს უჭერს სხვა წევრი ქვეყნებიც.

ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ დამატებითი ფინანსური სანქციების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს და არაფერია გამორიცხული.

Cesko