ენით აღუწერილი საგმირო საქმეები ხდება აქ. ხალხმა ღამით რუსების ტექნიკას უკრაინული დროშები მიახატა და … – რას ყვება გიგი კალანდაძე

0
438
27 Views

გენერალი გიგი კალანდაძე ,,მთავარის” საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში ჩაერთო და განაცხადა, რომ გადაწყვეტილია, რუსეთის სამხედრო ძალები კიევს ვერ აიღებენ და დანარჩენ დიდ ქალაქებშიც ხალხი თავგანწირვით იბრძვის.

-ენით აღუწერილი საგმირო საქმეები ხდება აქ. ღამით უკრაინელმა ხალხმა რუსულ საბრძოლო ტექნიკას უკრაინული დროშები მიახატეს და დღეს რუსებმა ერთმანეთის ტექნიკა გაანადგურეს, ერთმანეთს ესროლეს. რუსებს არ გამოუვიდათ ის, რაც სურდათ – დედაქალაქის ალყაში მოქცევა. მყარად დგას სახელიუსფლებო რგოლი, ყველა ერთმანეთს მხარს უჭერს, განსაკუთრებით მოსახლეობა. კიევს ვერ აიღებს, მერწმუნეთ. დიდი წინააღმდეგობაა დიდ ქალაქებშიც, ხერსონში, ხარკოვში. საქართველოს ბედი წყდება აქ, უკრაინაში და ვისაც რითი შეგვიძლია, იმით უნდა დავეხმაროთ. ჩვენი მთავრობა არის აქ, ჩვენი პრეზიდენტი არის ზელენსკი, ის აკეთებს აქ ქართულ საქმეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინულს, მაგრამ ქართულსაც.

 

 

Cesko