მასთან მივიდა მოსკოველი რუსი, ორ ქალბატონთან ერთად და დაუდო 100-დოლარიანი. – გიგი ფიანომენი „გაძევებულ“ რუს მსმენელზე

0
463
24 Views

დღეს სოციალურ ქსელში, ყველა პიანისტ გიგი ფიანომენის გუშინდელი საქციელით აღფროვანებულ პოსტებს აზიარებს.

პიანისტმა, რუსი მსმენელი, რომელმაც ასდოლარიანი დაუდო და “რამე მათებურის” დაკვრა შეუკვეთა, უკრაინული სიმღერის ჰანგებით “გააძევა” დარბაზიდან.

აი, რა სწერდა ადამიანი, ვინც ამ ფაქტს შეესწრო.

მიშა ჟღენტი: მასთან მივიდა მოსკოველი რუსი, ორ ქალბატონთან ერთად და დაუდო 100-დოლარიანი.

გიგიმ გამოართვა ფული, რაც მე და მეგობრებს ძალიან გაგვიკვირდა, მაგრამ მერე რაც მოხდა, იყო კაცობის გაკვეთილი. გიგი დაჯდა და უთხრა მათ, ეს თქვენ გეძღვნებათო და დაუკრა უკრაინული სიმღერა „ჩირნობრივცი“. ეს იყო შოკი…

ესენი ისე აწითლდნენ, ადგნენ, რის შემდეგაც გიგიმ ფული უკან პიჯაკში ჩაუდო და უთხრა: ეს ფული გუშინ გარდაცვლილ ბავშვს გაუგზავნეო. იმ წუთში დატოვეს რესტორანი. გავიგონე ქალები ლიფტთან ამბობდნენ: ხო ვამბობდი, ქართველი ასეთი „კრუტოიაო“.

გიგი “პრაიმტაიმთან” ამბობს, სხვანაირად ვერც მოიქცეოდა. ამიტომაც მიიღო ის რეაქცია, რასაც ელოდა.

გიგი ფიანომენი: ის არ უთქვამთ, რუსული დაუკარიო, მაგრამ ფორმა იყო მიუღებელი, ფული დამიდეს და რამე დაუკარიო, მითხრეს. ამაზე მეკეტება. მივხვდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. და დავუკარი უკრაინული. გაგიჟდნენ, ძალიან გაუტყდათ, შერცხვათ.

ვიღაცას შეიძლება შეეგინებინა და ეს ფული სახეში მიეხეთქებინა. მაგრამ გავიაზრე, როგორ შეიძლებოდა მაგარი პასუხის გაცემა. ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. არც შემიგინებია, არც წაეთრიეთ-მეთქი, მითქვამს… და ამიტომ მათაც ზუსტად ის რეაქცია ჰქონდათ, რაც უნდა ჰქონოდათ. ჩემ სიჩუმეში და ნოტებში ყველაფერი ამოიკითხეს…

 გიგი, თქვით, რომ დაკვეთის ფორმამ გაგაღიზიანათ და თავაზიანი ფორმით რომ ეთხოვათ, რუსული სიმღერის დაკვრა, დაუკრავდი?

– არა, მე რუსულს არაფერს დავუკრავდი. ახლა შინაგანად ისე ვარ განწყობილი, რომ მაინც უკრაინულს დავუკრავდი.

შესრულებას რომ ვამთავრებდი, წამოიშალნენ. მივედი და ვუთხარი, ეს თანხა გუშინ გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს გადაუგზავნეთ იმისთვის, რაც მათ გაუკეთეთ-მეთქი. სამნი იყვნენ და ერთი კაცი და ორი ქალი. საერთოდ ხმა არ მოუღიათ, ისე გაეცალნენ იქაურობას. მიხვდნენ, რომ შეეშალათ.

წინა დღეს ვნახე ერთი წლის მოკლული ბავშვის ფოტო, მთელი ღამე არ მძინებია. ცუდად ვიყავი, ამ საქციელს ვერ გადავყლაპავდი. ჯერ ხომ თანხაზე ლაპარაკი ზედმეტია. სიტუაციურად გამორიცხული იყო სხვანაირად მოვქცეულიყავი.

მართლა ძალიან ცუდია რუსების ღონისძიებაში მონაწილეობა. ხუთი წლის წინ, ბათუმში დავუკარი ღონისძიებაზე, სადაც რუსები თავიანთი ლოთური ხასიათით, ყაყანითა და სმით, გაუსაძლის გარემოს ქმნიან. ვის რაში აინტერესებს როიალი. არანაირ თანხად არ მიღირს ასეთ გარემოში დაკვრა. ორ საათიანი კონტრაქტიდან ნახევარ საათში გამოვედი. მას შემდეგ გამორიცხულია, რომ მათ გარემოში დავუკრა.

ვინც არ უნდა იყო და უკრაინის ომს უყურებ, ამის შემხვედვარემ კრემლში როგორ უნდა იმღერო?! მე რომ საქართველოში რუსების რაღაც საღამოზე დამიკრავს, იმის შემრცხვენია. არ ვაღებინებ, არც მე ვასაჯაროვებ. კარგა ხანია შეხება არ მაქვს მათთან… მათგან საშინელი აურა მოდის…

წყარო : https://primetime.ge/

Cesko