107 Views
ჟურნალისტი – სოფიო კაკაჩია სამწუხარო ამბავს იხსენებს. როგორც ის წერს, ზუგდიდის “ევექსის” საავადმყოფოში 35 წლის ბიჭი, რომელიც ავარიის დროს დაშავდა, საოპერაციოზე მოუკვდათ.
„საღამოს ზუგდიდის „ევექსის“ კლინიკაში ცოფის აცრაზე მივედი… ყველა დანაღვლიანებული მეჩვენა, ექიმი, ექთანი, დაცვა, სანიტარი, მოკლედ ყველა…წუხდნენ, და თან ძალიან… ავარიის შედეგად დაშავებული 35 წლის ბიჭი საოპერაციოზე მოუკვდათ… ვერ უშველეს, ვერ გადაარჩინეს! გარეთ არავინ არაფერი იცოდა…. სიჩუმე იყო სამარისებური…. დერეფანში წინ და უკან ნერვული ნაბიჯებით მოსიარულე მედიკოსების აკანკალებული ხმა, ახლაც ჩამესმის… „მოგვიკვდაო…“ – წერს კაკაჩია.