„შედიან ეკლესიაში და ითხოვენ: კაცი მინდა, ფული მინდა… “ – ცნობილი პარაფსიქოლოგი ყოვლად უცნაურ ამბებს ჰყვება

0
991
70 Views

პარაფსიქოლოგი ლია ხუციშვილი ამბობს,რომ თბილისში ცუდი აურაა, ადამიანები ერთმანეთზე დაბოღმილები არიან და საშინელებებს უკეთებენ. მისივე თქმით, ეკლესიიდან ხალხს მადლის გამოტანა უჭირს,  რადგან უფალი მათი თხოვნების მოსმენით დაიღალა.

„ღვთისმშობლის ტაძარი წერეთელზე პაპაჩემის აგებულია, იქ რომ მივდივარ, ვხედავ, როგორ იხედება უფალი… ღვთისმშობელი კიდე ქვითინებს. შედიან და ითხოვენ: კაცი მინდა, ფული მინდა, მომაპარინე…. საშინელი აურაა ყველგან. კიდევ იტყვიან ჯადო არ არსებობსო. როგორ არ არსებობს, მას შეუძლია 40 დღეში მოკლას ადამიანი.

ჯადოს დროს ზოგს უფულობა ეწყება, ზოგი ქმარს შორდება, ზოგს სექსი აღარ უნდება, არსებობს როგორ არ არსებობს, ყველაფერი არსებობს და არ უარყოთ თორემ თქვენ თავზე გამოცდით“, – თქვა ლია ხუციშვილმა გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“.

Cesko