ზელენსკის უმკაცრესი გზავნილები დასავლეთს: ,,თუ ნატო-ს არ უნდა ჩვენი შესვლა, გვითხარით”

0
721
43 Views

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებები მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იყო ძალიან მკვეთრი და პრინციპული, მათ შორის მეგობარი ქვეყნების მიმართ.

-ჩვენ გვაძ­ლე­ვენ 100 ერ­თე­ულ თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რაღს, ან 5 ათას ჩა­ფხუტს – ვა­ფა­სებთ ნე­ბის­მი­ერ დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს: ეს არ არის საქ­ველ­მოქ­მე­დო შე­ნა­ტა­ნი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნამ უნდა ითხო­ვოს, ან რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც უნდა შე­ახ­სე­ნოს პარტნი­ო­რებს. არც კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტია, რის გა­მოც უკ­რა­ი­ნა ქედს უნდა იხ­რი­დეს. ეს თქვე­ნი შე­ნა­ტა­ნია ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, რა­შიც უკ­რა­ი­ნა უკვე 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებს ფა­რის როლს და 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აჩე­რებს მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უდი­დეს ჯარს, რო­მე­ლიც დგას ჩვე­ნი სა­ზღვრის გას­წვრივ და არა ევ­რო­კავ­ში­რის.

,,გრა­დე­ბი“ მოფ­რი­ნავ­დნენ მა­რი­უ­ო­პოლ­ში და არა ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში. ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია აე­რო­პორ­ტი დო­ნეცკ­ში და არა ფრან­კფურ­ტში და ყო­ველ­თვის ცხე­ლა ავ­დე­ევ­კა­ში და არა მონ­მარ­ტრში. არც ერ­თმა ევ­რო­პულ­მა ქვე­ყა­ნამ არ იცის, რა არის სამ­ხედ­რო დაკ­რძალ­ვე­ბი ყო­ველ დღე, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში და არც ერ­თმა ევ­რო­პელ­მა ლი­დერ­მა არ იცის, რას ნიშ­ნავს ყო­ველ­დღი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხებ­თან…

ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ პა­სი­უ­რე­ბი, არ შეგ­ვიძ­ლია ყო­ველდღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. რო­მელ ეკო­ნო­მი­კა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის შემ­დეგ სა­უ­ბა­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­დე­საც ყო­ველ დღე გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ხვალ თავს და­გეს­ხმე­ბი­ან. მა­შინ ხდე­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ჩა­მოშ­ლა, გა­აქვთ ფული, ბიზ­ნე­სი გა­დის ქვეყ­ნი­დან. რო­გორ ფიქ­რობთ: შე­იძ­ლე­ბა ასეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბა? შე­იძ­ლე­ბა ასეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა იყოს? არა!..

ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ნატო-ს კარი ღიაა. თუმ­ცა ჯერ უცხო­ე­ბის­თვის შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია. თუ ალი­ან­სის ზო­გი­ერთ წევ­რს არ სურს ჩვე­ნი და­ნახ­ვა, ან ალი­ან­სის ყვე­ლა წევ­რს არ სურს ჩვე­ნი და­ნახ­ვა – გულ­წრფე­ლად გვი­თხა­რით. ჩვენ ღია პა­სუ­ხე­ბი გვჭირ­დე­ბა და არა წლო­ბით და­ხუ­რუ­ლი კი­თხვე­ბი. ნუთუ უფ­ლე­ბა სი­მარ­თლე­ზე არ შე­დის ჩვენს გა­ფარ­თოე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში?..

მე მად­ლი­ე­რი ვარ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც გვერ­დში უდ­გა­ნან უკ­რა­ი­ნას სი­ტყვით, მი­ღე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­თა და კონ­კრე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბით, არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დგა­ნან უკ­რა­ი­ნის გვერ­დით, დგა­ნან სი­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის გვერ­დით.

არ ჩა­მოვ­თვლი ჩვენს მე­გო­ბარ ქვეყ­ნებს სა­ხე­ლე­ბით, რად­გან არ მინ­და ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას შერ­ცხვეს. მაგ­რამ ეს მათი საქ­მეა, ეს ამ ქვეყ­ნე­ბის კარ­მაა და ის შეგ­ნე­ბაა, რო­მელ­საც თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რონ. თუმ­ცა არ ვიცი, რო­გორ აუხ­სნი­ან ამ ქმე­დე­ბას დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ორ მოკ­ლულ­სა და სამ დაჭ­რილ ჯა­რის­კაცს და რაც მთა­ვა­რია, რო­გორ აუხ­სნი­ან სამ გო­გოს კი­ე­ვი­დან, ერთი 10-საა, მე­ო­რე 6-ის და მე­სა­მე სულ რა­ღაც ერთი წლის, დღეს ისი­ნი დი­ლის 6 სა­ათ­ზე მა­მის გა­რე­შე დარ­ჩნენ, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცე­რი და­ი­ღუ­პა, ჭურ­ვის შე­დე­გად, რო­მე­ლიც აკ­რძა­ლუ­ლია მინ­სკის შე­თან­ხმე­ბით. არ ვიცი რაზე ფიქ­რობ­და ის თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წა­მებ­ში, ის, ალ­ბათ, არ ფიქ­რობ­და იმა­ზე, რა სა­ხის დღის წეს­რი­გი გვჭირ­დე­ბა ჩვენ აღ­მო­სავ­ლეთ­ში ომის შე­სა­ჩე­რებ­ლად, მაგ­რამ მან იცო­და კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მე დავ­სვი და­სა­წყის­ში, მან კარ­გად იცის ვინ იტყუ­ე­ბა. გა­ნის­ვე­ნოს მშვი­დო­ბით მან და ყვე­ლამ, ვინც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­ი­ღუ­პა, – გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ინტერპრესნიუსი

Cesko