61 Views
,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სოფო ჭყონიამ ,,პირველი არხის” გადაცემაში ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” თინეიჯერობის ასაკში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა:
-მე რთული შვილი ვიყავი და სასწაულ ცეცხლში გამოვატარე ჩემი მშობლები… თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რჩევებსაც ვაძლევთ ერთმანეთს და ა.შ. მე უფრო ვაძლევ რჩევებს, ვიდრე ის – მე…
14 წლის ასაკში, ბნელ 90-იანებში გამიშვეს ამერიკაში. აღმოვჩნდი მარტო, უცხო ქვეყანაში, სკოლაში, სადაც გავიარე ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი.ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი. მიზეზი იყო ის, რომ ,,ბოროტების იმპერიიდან” ჩამოვიდა გოგო, ზის ჩვენს კლასში და ის უნდა დავჩაგროთ – აი, ეს იყო მიზეზი. მარტო ბავშვები არ მაბულინგებდნენ, ვცხოვრობდი ამერიკელების ოჯახში და ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან