„უკვე მკვდარი ქალისთვის შავ ბაზარზე შემაძენინეს წამლები” – მედეა ადამია კლინიკაში მომხდარ დაუჯერებელ ამბებს ჰყვება

0
847
29 Views

პროფესიით იურისტი მედეა (დეა) ადამია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც მისი დედა, ნაირა რუხაია, საავადმყოფოში კოვიდვირუსით დაავადების გამო მოხვდა. მედეა აცხადებს, რომ დედამისის მდგომარეობა ექიმების უყურადღებობისა და არასწორი მოქცევის გამო დამძიმდა. ნაირა რუხაია ერთი კლინიკიდან მეორეში, შემდეგ მესამეში გადაიყვანეს. საბოლოოდ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა…

ამჯერად  მედეა  ,,სარკეს” დაუჯერებელ ამბებს მოუყვა:

„დედა 54 დღე აწამეს, ჯვარს აცვეს. წყალსაც არ აწვდიდნენ. ვრეკავდი ექიმებთან, რეგისტრატურაში, დაცვაში და ვიხვეწებოდი, წყალი მაინც მიაწოდეთ-მეთქი. 8 საათიც გასულა ამ ხვეწნაში. მირეკავდა, ,,სუდნოზე” დამსვეს და 2-3-4 საათია, ვზივარ, არ ჩამომსვესო. ,,არ მაჭმევენ”, ,,მშია”, ,,მწყურია”, ,,მცემენ”, მეუბნებოდა კლინიკაში მყოფი. ვითხოვდი შველას ყველა ინსტანციაში, მაგრამ რეაგირება არსაიდან იყო.

მერე დედას პირის ღრუ დაუზიანეს და იქიდან განვითარდა სეფსისი. ცოცხლად დაალპეს. სხვა კლინიკაში გადავიყვანე და გვამი იყო შეერთებული აპარატზე. ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის შავ ბაზარზე შემაძენინეს წამლები.

11 დღე ნანახი არ მყავდა და მე-12 დღეს რომ მანახეს, გამიჩნდა ეჭვი, რომ უკვე გვამი იყო. ფოტოებზეც ჩანს გვამური ლაქები და ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის მაყიდვინეს წამლები. ავტეხე ერთი ამბავი, უკვე გვამია და რაღატომ გყავთ აპარატზე შეერთებული-მეთქი.

რატიანმა მითხრა, სანამ გული ფეთქავს, უფლება არ მაქვს, აპარატიდან გამოვრთოო. გული კი ფეთქავდა ცხენის დოზით მიწოდებული წამლების დახმარებით. ვუთხარი, მე ისევ დავბრუნდები-მეთქი და მეორე დილით, გამთენიისას, დამირეკეს, გული გაუჩერდაო. იცოდნენ,ექსპერტიზას მივიყვანდი”, – განაცხადა მედეა ადამიამ.

წყარო: “სარკე”

https://sarkenews.ge/2022/02/medea-adamia-ukve-mkvdari-qalisthvis-shav-bazarze-shemadzenines-tsamlebi/

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და მის მიერ მოყვანილი ფაქტების სისწორეზე არ აგებს პასუხს

Cesko