“როგორც ადრე, ახლაც მინდოდა, ჩემი შვილებისთვის კერძი მომემზადებინა” – რას ამბობს 70 წლის ქალი, რომელმაც სუპერმარკეტიდან ხორცი მოიპარა

0
446
30 Views

მოხუცი ქალბატონის სიტყვები, რომლითაც ის თავის დანაშაულს ხსნის საკმაოდ ემოციურია. ხანდაზმულმა ქალმა საკვები პროდუქტის მოპარვა იმიტომ განიზრახა, რომ შვილებისთვის საოჯახო სადილი მოემზადებინა… ეს მძიმე ისტორია ქართველ ქალს არ ეხება. ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ საპენსიო სესხის და ძვირად ღირებული მედიკამენტების გამო, შუაგულ ევროპაში ქალი იძულებული გახდა, ქურდობა ჩაედინა…

70 წლის ქალბატონის სიტყვები, რომელმაც სუპერმარკეტიდან ხორცი და ყველი მოიპარა, საკმაოდ გულის ამაჩუყებელია. როგორც უკვე ცნობილია, ქალს სუპერმარკეტის ხელმძღვანელობამ უჩივლა, თავად კი, მედიასთან თავისი ისტორიის შესახებ დეტალურად ისაუბრა. მოხუცი ქალი ამბობს, რომ საკუთარი ნამოქმედარის რცხვენია.

ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში ემიგრანტთა საინფორმაციო პორტალი ავრცელებს.

“ფაქტობრივად, ჩემი ღირსება მოვკალი. მინდოდა ორი-სამი კილოგრამი ხორცი ამეღო, რომ შვილებისთვის კერძი ჩემი ხელით მომემზადებინა, როგორც ადრე.

შემძლებოდა, რომ ისინი მეც დამეპატიჟებინა. არ მინდა, მხოლოდ თავად მეძახდნენ. თაროსთან მივედი, ვიფიქრე მომეპარა, მერე წავედი, მაგრამ ეშმაკმა მიბიძგა და ისევ დავბრუნდი…

სესხთან დაკავშირებული პრობლემა მაქვს, რომელიც 15 წლის წინ ავიღე, რომ ჩემი შვილები დამექორწინებინა. თუ ამ წნეხიდან გამოვალ, თავიდან დავიბადები და ამ ფულით ხალხს დავეხმარები. ჩემი ორი შვილი მეცნიერია, მაგრამ არ გაუმართლათ და თავიანთი სამსახურებით თავს ძლივს ირჩენენ.

10 წლის წინ ავარიაში მეუღლე და ერთი შვილი დავკარგე. მას შემდეგ ჯანმრთელობა მღალატობს. თვეში 800 ევროს ვიღებ და ნემსში, რომელიც მშველის 250-ს ვიხდი. საბერძნეთში არ არსებობს და ამერიკიდან მიგზავნიან.

ჩემი ჯანმრთელობისთვის 400 ევრო მაინც მჭირდება და საჭმლისთვის 100 ევროც აღარ მრჩება. თვითმკვლელობაზეც კი ვიფიქრე, მაგრამ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ამით ყველაფერი უარესობისკენ წავიდოდა და მართალიცაა – აქ დავრჩები და ვიბრძოლებ. 15-20 წლის მანძილზე ცხოვრებამ ყველაფერი მომცა, შემდეგ კი, ნელ-ნელა ეს ყველაფერი უკან წამართვა,” – ამბობს მოხუცი.

Cesko