,,2-3 წლის სიცოცხლე დამრჩა, მეტასტაზები მაქვს ორგანიზმში” – თამაზ ელიზბარაშვილი

0
6712
45 Views

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბიზნესმენ თამაზ ელიზაბარაშვილის საქმიანობას თვალს ადევნებენ და გულშემატკივრობენ, ძალიან მძიმე მოსასმენი აღმოჩნა ის ინფორმაცია, რომ მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დაბრუნდა. ,,2-3 წლის სიცოცხლე მაქვს დარჩენილი, მეტასტაზები მაქვს ორგანიზმში”, – განაცხადა ბატონმა თამაზმა ერთ-ერთ ვიდეოში.

ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე ისევ სიმსივნეს ებრძვის. მისი მებრძოლი ხასიათის გათვალისწინებით, ალბათ ამ გამოცდასაც გაუძლებს და მძიმე სენს აუცილებლად დაამარცხებს. დაახლოებით 2 წლის წინ ბატონი თამაზი ,,სარკეს” თავის მძიმე ბრძოლაზე ესაუბრა (ავტორი რუსუდან ადვაძე):

-ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზს სანამ დამისვამდნენ,ოფლიანობა, სისუსტე და უძილობა დამეწყო. ცნობილ ნევროპათოლოგთან მივედი, რომელთანაც ნაცნობობით ხვდებიან. საქართველოს პატრიარქის ექიმიც იყო. გამსინჯა, ჩაქუჩი მირტყა და ნევროზზე დამიწყო მკურნალობა. მისი გამოწერილი წამალი 4 თვე ვყლაპე.

მერე ცნობილ ფსიქოთერაპევტთან მივედი. მითხრა, ნევროპათოლოგთან რა გინდოდა, ჩემი პაციენტი ხარო. 6 თვე მან გამჭყიპა წამლებით. მერე კოტე მარდალეიშვილთან ერთად გავხსენით დიაგნოსტიკური ცენტრი. ჩემივე კლინიკაში მივედი და ვუთხარი, მიშველეთ, ვკვდები-მეთქი. მაშინვე ფარისებურ ჯირკვალზე გამიკეთეს ექოსკოპია. მალევე დამისვეს დიაგნოზი –  კარცინომა, ავთვისებიანი სიმსივნე.

ოპერაცია ავსტრიაში გავიკეთე და საქართველოში დავიწყე რადიოაქტიური იოდის თერაპია, რომ მეტასტაზები არ გავრცელებულიყო. ამ დროს 21 დღე კარანტინში უნდა იყო, რადგან შეიძლება ჯანმრთელი დააავადო. არავისთან მქონდა კავშირი…ქიმიურმა წამალმა დამანგრია. დავლასლასებდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. ყველაფერი გამოვცადე, რაც ამ ავადმყოფობას ახასიათებს… ქართველმა ექიმებმა წელიწადი და 2 თვე დამაკარგვინეს! როცა სიმპტომები გამიჩნდა, სიმსივნე ალბათ 1 მილიმეტრი იყო და შეიძლებოდა ოპერაცია არც დამჭირვებოდა…

მე მებრძოლი ვარ, უამრავი სირთულე შემხვედრია და გადამილახავს. ამასაც გადავლახავ, დედას ვუტირებ!

,,სარკე”

Cesko