,,ნეტავ, ვის უხმობდი საშველად უცხო ქვეყანაში, ნეტავ, რას ფიქრობდი” – ია გელაშვილის შვილებს დედა ხშირად ესიზმრებათ…

February 17, 08:46
0
1173

ოჯახის წევრის დაკარგვის ტკივილს ადამიანისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის იმის შეგრძნება, თუკი უკანასკნელ წუთებში მის გვერდით არ იყო და ვერაფერი იღონა მის გადასარჩენად. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ემიგრანტი წავიდა ამქვეყნიდან ახლობლებთან გამომშვიდობების გარეშე, მათ შორის ია გელაშვილი, ხაშურიდან. ის უცხო მიწაზე გარდაიცვალა. ია ორი შვილის დედა იყო…

,,17 თებერვალი. დღე, რომელიც მწარე მოგონებად დარჩება, სანამ ამქვეყნად ვარსებობ. დღემდე ყურში ჩამესმის იმ საშინელი ზარის ხმა, ტელეფონში რომ გაისმა უცხო ქვეყნიდან, იაკო აღარ გვყავსო. თავდაყირა დადგა სამყარო, სისხლი გაიყინა ძარღვებში. მარტო ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, როგორ უნდა მეთქვა დედისთვის და შენი მონატრებული შვილებისთვის… ჩემო ლამაზთვალებავ, ჩემო საყვარელო, ნეტავ, ვის უხმობდი საშველად უცხო ქვეყანაში, ნეტავ, რას ფიქრობდი, ნეტავ, აქ ყოფილიყავი და ეს ,,ნეტავ” სულს მიფორიაქებს, ფიქრებს მირევს…

დღე არ გასულა სამი წლის მანძილზე, რომ არ გესაუბრო, არ მოგეფერო, ალბათ შენც მანდედან შენებურად გვეალერსები შენი ლამაზი თბილი ხელებით.  სიზმრად მოსული ეფერები შენს ცქრიალა გოგონებს. ალბათ თავს დასტრიალებ, მათ ხომ ხშირად უთქვამთ, დედა დაგვესიზმრაო. მიყვარხარ, ჩემო იაკო, სულის და გულის ტკივილო, ჩემო უიღბლო და დიდი გულის პატრონო. უფალს ყოველდღე ვევედრები, რომ ნათელში მიმყოფოს შენი სული”, – წერს იას და, ნანა გელაშვილი.

Cesko