33 Views
ნათესავების თქმით, რძლის ორსულობის შესახებ, რომელმაც საკუთარი შვილი უნიტაზში ჩააგდო, არაფერი იცოდნენ.
“ისიც კი არ ვიცოდით რომ ორსულად იყო, არც მეუღლემ არ იცოდა. თუ ბავშვის გაყიდვას აპირებდა, მაშინ რატომ მოკლავდა,”- განაცხადა დაკავებული ქალის ახლობელმა.
ფოთის სამშობიარო სახლის ექიმის თქმით, ქალმა მართლაც იმშობიარა 5-6 დღის წინ.
“ორსულობის პერიოდში არსად იყო აღრიცხვაზე. გავსინჯეთ ის და არანაირი პათოლოგია არ აღმოჩენილა. ამის შემდეგ გაკეთდა ეხოსკოპიური გამოკვლევა და ის შეესაბამებოდა ლოგინობის პერიოდის მე-4, მე-5 დღეს,”- აცხადებს ექიმი.
განახლება: ფოთში, დედამ შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში ჩააგდო – პროკურატურა