რა რეაქცია ჰქონდა პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების მიმართვაზე – პესკოვის განმარტება

0
511
28 Views

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო დუმის მიმართვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ.

პესკოვმა  მიმართვაზე პუტინის რეაქციაზე საუბრისას აცხადებს, „კრემლში ამბობენ, რომ რესპუბლიკების აღიარება არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს“.

პესკოვის თქმით, სახელმწიფო სათათბიროს მიმართვა ნათლად მიუთითებს დეპუტატების განწყობაზე,

„მაგრამ პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია დაეხმაროს სიტუაციის მოგვარებას სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინაში და ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მინსკის შეთანხმების პაკეტის განხორციელებაში, ყოველმხრივი წვლილის შეტანით“, – ამბობს დიმიტრი პესკოვი.

Cesko