პოლიცია მოსწავლეებს აჩერებს და ფოტოებს უღებს – ,,კრიმპოლი მასობრივად აჩერებს ბავშვ ბიჭებს”

0
734
31 Views

,,ქუთაისელებო, ეს მართლა ასეა?” – წერს ,,დროებას” ლიდერი ანა დოლიძე და აქვეყნებს სქრინს, სადაც წერია: ,,ქუთაისში კრიმინალური პოლიცია მასობრივად აჩერებს ბავშვ ბიჭებს და ფოტოებს უღებს. ეს ნორმალურია?”.

რასაც კომენტარებში წერენ, გამაოგნებელია. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ქალაქებში ეს უკვე ლამის წესად გახადეს.

,,ღამე გვიან ვინც დაბოდიალობს, უღებენ. ჩემს ახლობელს საკმაოდ ბევრჯერ მოუწია მათ ობიექტივში მოხვედრა. მერე იმ პოლიციელსაც ამოუვიდა ყელში, უთხრა, წადი, ბიძია, დეიძინე, რას დაბორიალობ ამ შუაღამე, გემევსო შენი სურათებით ტელეფონი, ცოლ-შვილის სურათი არ მაქვს იმდენი, რამდენიც შენიო”, ,,ეგრეა თბილისში, ხშირად უღებენ. ერთხელ მეც გამაჩერეს საღამოს,  მითხრეს, რაღაც მოხდა და თუ შეიძლება გადაგამოწმებთო”, ,,რუსთავში ჩემი შვილიც რამდენჯერმე გააჩერეს და გადაუღეს”, ,,ჩოხატაურშიც ასეა”, ,,სოფლებშიც ეგრეა. მანქანებს აჩერებენ უმიზეზოდ და ფოტოების გადაღებასაც ითხოვენ, როგორც ქვეითებისა, ასევე მგზავრების”,,,ბათუმშიც წლებია, ღამე გარეთ თუ გავიდა ბიჭი, ფოტოსესია გარანტირებულია”, ,,თბილისის გარეუბნებშიც ხდება ამისთანა ფოტოგრაფობა”, ,,წეროვნის დევნილთა დასახლებაშიც ასეაა”, ,,ფოთში ხდება მსგავსი ფაქტები”, ,,ჩემს შვილსაც უღებენ თბილისში, რა პრობლემაა. იმატა დანაშაულმა და ეგ თუ შეამსუბუქებს, გადაუღონ”, ,,ჩემი ალბომი აქვთ უკვე”, ,,სურათებს უღებენ კი არა, ჩხრეკა მიდის სერიოზული”, ,,ისე ხშირად გვიღებენ სურათს, ლამისაა, თავში ამივარდეს, ,,ვანში არა მარტო აჩერებენ, პლანს უდებენ და იჭერენ”, ,,სამტრედიაშიც ასეა”, ,,ბავშვებს ღამით უწევთ დაბრუნება წრეებიდან, მასწავლებლიდან. რადგან გარეთ არის, არ ნიშნავს,რომ რაიმეს აფუჭებს. კომენდანტის საათი კი არ არის, არავის აქვს უფლება,შეგზღუდოს”, – წერენ სოციალურ ქსელში.

Cesko