ოლაფ შოლცი – უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ნატო-ს დღის წესრიგში არ დგას

February 14, 20:01
0
449

უკრაინაში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვლადიმერ ზელენსკისთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ნატო-ს დღის წესრიგში არ დგას.

მისი თქმით, უცნაურია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი რუსეთის მთავრობამ დიდი პოლიტიკური დისკუსიის საგნად აქცია.

“ჩვენ მზად ვართ სერიოზული დიალოგისთვის რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე. ნატომ და აშშ-მა რუსეთს წარუდგინეს კონკრეტული წინადადებები, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენ ახლა რუსეთისგან პასუხს ველოდებით“, – განაცხადა შოლცმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.

Cesko