25 Views
თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი:
“მეცხრამეტე სართულზე ვარ ბათუმში. მიწისძვრა აქამდე მეგონა აი, ოდნავ რომ ბიძგია და მერე მთელი ფეისბუქი არკვევს იგრძენი თუ არა, ეგ.
ჰოდა, ირწევა ეს ჩემი კორპუსი გნიასით და რაღაცების დახეთქების ხმით. თან ჩემი მეზობლები, მთელი 19 სართული, ყვირის და ღრიალებს გვიშველეთო.
გამისკდა გული. მიწისძვრა არც მიფიქრია.
ამდენ ავარიულ სახლებზე “არ გადადოს” შემხვედვარემ, გადავწყვიტე, რომ კონკრეტულად ჩემი კორპუსი ინგრევა.
არაფერზე მიფიქრია, მარტო ის მეწყინა, რომ შალვას დაბადების დღეა ერთ საათში და მე ცოტა უაზროდ ვკვდები.
გამიხარდა მიწისძვრა რომ აღმოჩნდა.
პ.ს. მთელს ბათუმში მარტო ჩვენ ვყვიროდით მგონი
პ.პ.ს. ძალიან გამიმართლა, რომ
დიდ ხანს უმოქმედოდ ვიფიქრე, გადახტომა
სჯობს თუ მაგიდის ქვეშ შეძრომა.