„სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­გი­ჟა…ძა­ლი­ან ცელ­ქია, ჩხუ­ბობს, მა­გი­და­ზე დგე­ბა, რომ იქი­დან გვა­კონ­ტრო­ლოს“ – სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას შესახებ

0
839
53 Views

რამ­დე­ნი­მე თვეა რაც სოფო ნი­ჟა­რა­ძე პა­ტა­რა ელის მა­რი­ას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მომ­ღე­რალ­მა შტა­ტებ­ში იმ­შო­ბი­ა­რა და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს იქ ცხოვ­რობ­და.

სოფო ნი­ჟა­რა­ძე უკვე ჩა­ერ­თო ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნე­სურ ცხოვ­რე­ბა­ში და შვილ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტშიც მი­ი­ღო. სწო­რედ ამ დღეს გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სა­დაც მისი და სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და.

თა­ვად სო­ფოს ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­ე­თე­რით შვი­ლის შე­სა­ხებ არ უსა­უბ­რია. პირ­ვე­ლად ის “ვა­ნოს შოუს” ეს­ტუმ­რა და ელის მა­რი­ა­ზეც იქ ისა­უბ­რა.

“იყო ძა­ლი­ან

წყნა­რი და მშვი­დი ბავ­შვი, ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს ხე­დავ­და და რომ ჩა­მო­ვე­დით, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­გი­ჟა. ძა­ლი­ან ცელ­ქია, ჩხუ­ბობს, მა­გი­და­ზე დგე­ბა, რომ იქი­დან გვა­კონ­ტრო­ლოს, თითს გვიქ­ნევს, და­ჩაგ­რუ­ლი ვყა­ვართ, უფ­რო­სია ჩვე­ნი, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს (იცი­ნის).

ძა­ლი­ან სწრა­ფად და­დის. რომ ჩა­ვიყ­ვან ეზო­ში, სა­ნამ პარ­კის­კენ გა­ვალთ, მო­კი­დებს სა­თა­მა­შო ბავ­შვის ეტლს ხელს და გარ­ბის, და­ა­დებს თავს და სად მი­დის არ იცის.

ძა­ლი­ან უყ­ვარს კუ­ბი­კე­ბით თა­მა­ში. აა­შე­ნებს და­ან­გრევს, მერე თა­ვი­დან აა­შე­ნებს, ბო­ლოს ისე­თი ხდე­ბა სა­ღა­მოს სახ­ლში, რომ ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლია. რო­დე­საც სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მას ვწერ­დით, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და..”, – აღნიშნა ნიჟარაძემ.

წყარო: “ამბები.ჯი”

Cesko