მომღერალი თათა გიორგობიანი საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა, რომ ქუჩაში მცხოვრები კონსერვატორიის ყოფილი ლექტორი გადაერჩინათ.
,,კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, მთელი ცხოვრება მაღალ მატერიებს, ხელოვნებას და კულტურას ემსახურა, თაობები გაზარდა და ახლა აღარავის დასჭირდა ბაბუ… 2 თვეა ქუჩაში ცხოვრობს. ის 83 წლისაა, უკვე ღუდუშაურშია. შიმშილისგან არის უკიდურესად დასუსტებული. სჭირდება თანხები გამოსაჯანმრთელებლად. გთხოვთ, რომ ვისაც რითი შეგიძლიათ, მინიმალურად მაინც, დავეხმაროთ”, – დაწერა თათამ სოციალურ ქსელში.
რამდენიმე საათში კი სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა:
,,გარდაიცვალა. ვერ გადავარჩინეთ… საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ეტყობოდაო. ექიმმა თქვა, რომ ძილში წავიდა მშვიდად. შეგროვებული თანხით დავკრძალავთ და დანარჩენს სხვა მოხუცებს მოვახმართ. მადლობა ყველას, ვინც ეცადეთ, გადაგვერჩინა”.
“ვერ გადავარჩინეთ, ძილში წავიდა მშვიდად…კონსერვატორიის ყოფილი ლექტორი, 2 თვე ქუჩაში ცხოვრობდა” – ამ წუთებში სამწუხარო ამბავი ვრცლედება
36 Views