მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური პოლიტიკური ლიდერია. ფაქტობრივად, უკვე ყველა აღიარებს ამას შინ და გარეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი ტუსაღია, ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ მისი “კლუჩნიკია”. იმ პროცესებში, რომლებიც ახლა მიმდინარეობს უკრაინასთან დაკავშირეობით, სააკაშვილი ერთ-ერთი სერიოზული ფიგურა და სოლისტია. ის გარკვეულწილად, სიმბოლოც არის ოქროს ურდოს წინააღმდეგ მიმდინარე ქმედებებისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა [უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში] ძალიან აქტიურად იმოქმედებდა დასავლეთში. ის გავლენიანი ადამიანია, ძალიან დიდი სანაცნობო წრე ყავს დასავლეთში. ძალიან დიდ როლს ითამაშებს და თამაშობს კიდეც, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი. ამაშიც ქვეყანას გამოადგა მიშა, ფაქტობრივად, საქართველო მიაბა უკრაინის საკითხს. რაც შეეხება მის ციხეში ყოფნას, ესეც პოლიტიკური აქტია, როცა ის ნებაყოფლობით ჩამოვიდა და ჩაჯდა ციხეში. ესეც პროტესტის ნაირსახეობაა, რადგან დიდი პიროვნებები, მევრი მათგანი, ასე შეგნებულად მიდიოდა უსამართლო სასამართლოზე. მიშას გამჩერებელი ბიძინა კი არა, ვლადიმერ პუტინი არ არის და მისი ტყვეობაც, ესეც პოლიტიკური აქტია, თან ძალიან სერიოზული
განაცხადა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი”.
“მიშას გამჩერებელი ბიძინა კი არა, პუტინიც არ არის” – სანიკიძე
56 Views