აჟიოტაჟი საქალწულე აპკზე – ,,უტვინო კაცები პატარძლებს პირველივე ღამეს სახლიდან ყრიან… ეს როგორ გაბედეთ! ფუ, თქვენი, სატანებო!”

0
1113
24 Views

ტელეკომპანია ,,ფორმულას” გადაცემა ,,ექიმებში” წამყვანებმა ისაუბრეს საქალწულე აპკსა და მის ირგვლივ შექმნილ მითებზე.

-საქალწულე აპკზე მცდარი წარმოდგენები აქვთ. სინამდვილეში ეს არის გარკვეული მემბრანა, რომელიც არათანაბრად არის განთავსებული ვაგინასთან, ანუ სრულად არ ფარავს მას. არის შემთხვევები, როცა ადამიანი იბადება აპკის გარეშე და ასევე ხშირია შემთხვევები, როცა აპკის დარღვევა უშუალოდ მშობიარობის შემდეგ ხდება. არსებობს ბეჭდისებრი საქალწულე აპკი, რომელიც საერთოდ არ ირღვევა, არ ახასიათებს სისხლდენა და არც ტკივილი. ანუ ეს ყველაფერი არ განსაზღვრავს იმას, რომ ქალს მანამდეც ჰქონდა სექსი, – აღნიშნეს ექიმებმა.

ამ გადაცემას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა.

,,ბნელებო, აქ ვინც იცინით! გაიგონ უტვინო კაცებმა, რომ არაფერი ესმით მედიცინის და სახლიდან ყრიან და აბულინგებენ პატარძლებს პირველივე ღამეს,” ,,ბევრჯერ უნდა ახსნან, რადგან ზოგმა არ იცის ელემენტარული ანატომია და არც ისე შორეულ წარსულში გვსმენია ძალადობის ფაქტები ქალებზე, რომლებმაც პირველ ღამეს ე.წ. სისხლი არ დაღვარეს!”, ,,ფუ, თქვენი! სატანების თავშეყრაა,სულ გათახსირდით”, ,,ბევრი გოგო შეურაცხყვეს გაუნათლებლობის გამო,მივესალმები ასეთ გადაცემებს”, ,,როგორ იკადრეთ ამაზე გადაცემის ჩაწერა. საცოდავი საქართველო საით მიექანება”, – წერენ ფეისბუქში.

ერთ-ერთმა კი ერთი ისტორია გაიხსენა: ,,მე-9-ე კლასელი გოგონა მოიტაცეს, აღმოჩნდა, რომ მთვარისებრი საქალწულე აპკი ქონდა, რომელიც სისხლის კვალს არ ტოვებს. საწყალ გოგოზე არაკაცს ხეულზე სიგარეტები დაუწვია, აიძულებდა, ეთქვა, მანამდე ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. საბოლოოდ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გოგონა იყო ქალწული, ეს ავაზაკი კი ჭაობისტვინიანი, გაუნათლებელი და ნათესავები – ბნელები. მერე შერიგებას ცდილობდნენ და გოგოს ოჯახი არ შეურიგდა. სამწუხაროდ, დღესაც ვაწყდებით მსგავს პრობლემებს”.

Cesko