მედიის ცნობით ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს

0
485
28 Views

რუსი პოლიტიკოსი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული მედია და უცხოური გამომცემლობა, წყაროზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუს პოლიტიკოსს კორონავირუსი და ფილტვების მძიმე –  50-75% -იანი დაზიანება აქვს.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ ჟირინოვსკის პარტიაში. მათი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კორონავირუსის წინააღმდეგ რვაჯერ აიცრა.

Cesko