65 Views
თავდასხმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრზე – სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის მიმართ ანგარიშსწორების კადრები ვრცელდება. თავდამსხმელები ქართულად და მეგრულად საუბრობენ.
ადეიშვილს უცნობი პირები თავს კიევში დაესხნენ.
ადგილობრივი გამოცემების ცნობით, ადეიშვილი 4-მა პირმა სცემა. პოლიციასა და პროკურატურაში წყაროზე დაყრდნობით, ისინი მომხდარს საქართველოში მის მოღვაწეობას უკავშირებენ.